მთავარი სკოლა
სტრუქტურა ბეჭდვა

 

შპს ,,ჩირაღდანი“–ს ზუგდიდის კერძო სკოლა გიმნაზიის სტრუქტურა

 
სკოლის დღევანდელობა ბეჭდვა

სკოლის დღევანდელობა

  • სკოლა მდებარეობს უსაფრთხო ადგილას,  ცალკე მდგომ შენობაში, მოსწავლეებისათვის სწავლისა და  დასვენებისათვის შექმნილია  სათანადო პირობი:,
  • სწავლება წარმოებს თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით.
  • დაწყებით კლასებში მოსწავლეთა მაქსიმალური რაოდენობა შეადგენს 15-ს
  • ორმხრივი კომუნიკაცია სკოლასა და ოჯახს შორის
  • პატივისცემასა და ღირსებაზე დამყარებული ურთიერთობები
  • მაღალკვალიფიციური  კადრების და  ბავშვზე ორიენტირებული ინოვაციური მეთოდოლოგია
  • თითოეული ბავშვი, იმსახურებს ყურადღებასა და პატივისცემას;
  • ყველა ბავშვს  აქვს საკუთარი უნიკალური პოტენციალის სრულად გამოვლენის და აკადემიური წარმატების მიღწევის  შესაძლებლობა
 
ადამიანური რესურსების მართვა ბეჭდვა

 

შ.. ,,ჩირაღდანი“–ს ზუგდიდის კერძო

სკოლა გიმნაზიის

ადამიანური  რესურსების  მართვის  პოლიტიკის ძირითადი  ორიენტირები

 

I -  ორგანიზაციული სტრუქტურა

შპს ,,ჩირაღდანი“–ს ზუგდიდის სკოლა–გიმნაზიაში  ამჟამად სწავლობს  143    მოსწავლე.

სასწავლო აღმზრდელობით პროცესს ემსახურება:    

  • პედაგოგი -  20
  • დირექციის წარმომადგენელი - 2
  • ტექ. პერსონალი - 1

II. მართვის არსი, მიზნები და ფუნქციები

 

   ადამიანური რესურსების ეფექტური მართვის მიზანია ხელი შეუწყოს თანამშრომლების ერთობლივ წარმატებულ მუშაობას, უკეთ გამოავლინოს მათი ძლიერი მხარეები და ხელი შეუწყოს სუსტი მხარეების გამოსწორებას. მკაფიოდ ჩამოყალიბებული ორგანიზაციული სტრუქტურა, დასაქმებისა და შეფასების პოლიტიკა, დასაქმების გამჭვირვალე პროცედურები და პროფესიული შეფასების ობიექტები, სტანდაარტები სკოლის წარმატებული მუშაობის აუცილებელი პირობებია.

  ადამიანური რესურსების მართვის ფარგლებში, სკოლამ უნდა შეძლოს სათანადო კადრების მოძებნა და დაქირქვება, შესაბამის დროს ნათლად განსაზღვროს თითოეული საშტატო ერთეულის დანიშნულება და მიზნები. გადაანაწილოს ფუნქციები. ასევე უზრუნველყოს მოტივაციის საშუალებები, რათა ხელი შეუწყოს თანამშრომელთა მუშაობის ეფექტურობის გაზრდას.

ადამიანური რესურსების ეფექტური მართვისათვის, სკოლის შინაგანაწესსა  და განვითარების გეგმაში განსაზღვრულია ადამიანური რესურსების მართვის ფუნქციები:

  1. ორგანიზაციული სტრუქტურა.
  2. სამართლიანი და ეფექტური დასაქმების პოლიტიკა.
  3. თანამშრომელთა პროფესიული განვითარებისა და ტრენინგების პროგრამა.
  4. თანამშრომელთა მონიტორინგი, შეფასების სისტემა და წახალისების ფორმები.

ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებულ საქმიანობას ზედამხედველობას უწევს სკოლის დირექცია.

                                                                                                                                                  

III- სკოლის ადამიანური რესურსების  შერჩევა - დასაქმებისა და გათავისუფლების პოლიტიკა

დირექტორი - აირჩევა დამფუძნებელთა კრებაზე. იგი იურიდიულად თავის უფლებამოსილებას და მოვალეობას ახორციელებს არჩევის მომენტიდან.

  დირექტორის სამსახურიდან დათხოვნა შესაძლებელია დამფუძნებელთა კრების გადაწყვეტილებით.

მოადგილე - თანამდებობაზე ინიშნება სკოლის დირექტორის უშუალო შერჩევით პირადი განცხადების საფუძველზე.

დირექტორის სკოლაში არყოფნის პერიოდში ასრულებს მის მოვალეობას. დირექტორი აფორმებს მასთან ვადიან ხელშეკრულებას, რომელიც შეიძლება ვადაზე ადრე დაირღვეს შესაბამისი კანონის საფუძველზე.

ბუღალტერი - აწარმოებს სკოლის ფინანსურ მენეჯმენტს. იგი შეიძლება იყოს პირი, რომელსაც აქვს საგანმანათლებლო სივრცეში არანაკლებ 3 წლის მუშაობის გამოცდილება. სამუშაოზე მიიღება კონკურსის გზით ან პირადი განხცადების საფიძველზე. მასთან დირექტორი აფორმებს ვადიან ხელშეკრულებას, რომელიც შეიძლება დაირღვეს ვადაზე ადრე შესაბამისი იურიდიულ საფუძველზე.

ინფორმაციული მენეჯერი - სამუშაოზე მიიღება კონკურსით ან პირადი განცხადების საფუძველზე. ექვემდებარება მხოლოდ დირექტორს. უზრუნველყოფს დირექტორს საჭირო ინფორმაციით. მასთან დირექტორი აფორმებს ვადიან ხელშეკრულებას, რომელიც შეიძლება დაირღვეს შესაბამისი კანონის საფუძველზე.

პედაგოგები - სამუშაოზე მიიღებიან „განათლების შესახებ კანონის“ სკოლის შინაგანაწესისა და  სასკოლო სასწავლო გეგმის მოთხოვნათა საფუძველზე ვადიანი ხელშეკრულებით, რომელიც შეიძლება დაირღვეს შესაბამისი კანონის საფუძველზე.

სკოლის ბიბლიოთეკარი - სამუშაოზე მიიღება კონკურსის ან პირადი განცხადების საფუძველზე. უზრუნველყოფს სკოლის წიგნადი ფონდის მოვლა დაცვას და სწორად განკარგვას. სამუშაოზე მიიღება ვადიანი ხელშეკრულებით, რომელიც შეიძლება დაირღვეს შესაბამისი კანონის საფუძველზე.

სკოლის ექთანი - სამუშაოზე მიიღება კონკურსით ან პირადი განცხადების  საფუძველზე. უზრუნველყოფს სკოლაში სანიტარულ - ჰიგიენური რეჟიმის დაცვას. მიიღება ვადიანი ხელშეკრულებით, რომელიც  შეიძლება დაირღვეს შესაბამისი კანონის საფუძველზე.

დამლაგებელი და დარაჯი -  სამსახურში მიიღება გასაუბრებით ან პირადი განცხადების საფუძველზე ვადიანი ხელშეკრულებით, რომელიც შრიძლება დაირღვეს შესაბამისი კანონის საფუძველზე.

                                                                                                                           

IV - თანამშრომელთა შეფასების პოლიტიკა

თანამშრომელთ  შეფასების პოლიტიკა ეფუძნება შემდეგ პრინციპებს:

  1. სამართლიანობა - შეფასების არადისკრიმინაციული და „სტერეოტიპისაგან“  თავისუფალი სივრცის შექმნა.
  2. თანაბარი შესაძლებლობები -  თანაბარი შესაძლებლობების  პირობების სათანადო თავისუფალი გარემოს შექმნა.
  3. მაღალი სტანდარტები - სკოლის სტანდარტების ამაღლებაზე სისტემატიური ზრუნვა.
  4. პროფესიული განვათარება - პედაგოგის პროფესიული განვითარების ხელშეწყობა.
  5. მონაწილეობა - სკოლის ყველა თანამშრომლის ჩართვა სამუშაო პროცესში.
  6. დაგეგმვა - თითოეული პედაგოგის მიერ მომავალი წლის პრიორიტეტების განსაზღვრა და სამუშაო გეგმის შედგენა.
  7. მონიტორინგი -  თითოეული პედაგოგის მიერ განსაზღრული პრიორიტეტის ხარისხობრივი შესწავლა.

 

V - თანამშრომელთ  შეფასების მონიტორინგი

 

სკოლის დირექცია თანამშრომელთა საქმიანობის მონიტორინგს აწარმოებს შემდეგი მეთოდებით:

  1. არაფორმალური დისკუსია  (განხილვა).
  2. შესასრულებელ სამუშაოზე ყოველთვიური მოხსენების განხილვა.
  3. მუდმივი დაკვირვებისა და მონიტორინგის განხორციელება.
  4. გაკვეთილზე დასწრება.
  5. მოსწავლეთა და მშობელთა შეფასებები (სპეც. კითხვების სახით).
  6. არაფორმალური დისკუსიები (განხილვები)  –  გასაუბრების ფორმა პედაგოგსა და თანამშრომლებს შორის არსებული პრობლემის გამოსავლენად.
  7. შესრულებულ სამუშაოზე ყოველთვიური მოხსნების  განხილვა. ყოველთვიური  ანგარიშები ინახება პედაგოგთა და თანამშრომელთა პირად     საქმეებში და გამოიყენება მათი საქმის საბოლოო შეფასებისას.
  8. მუდმივი დაკვირვებისა და მონიტორინგის განხორციელება   თანამშრომელთა მუშაობის შეფასების ერთ - ერთი მნიშვნელოვანი ფორმა, რომელიც ეფუძნება სისტემატიური დაკვირვების პრინციპს და ვლინდება სასწავლო წლის მიწურულში.
  9. გაკვეთილზე დასწრება  პედაგოგის საქმიანობის შემოწმების კარგად აპრობირებული საშუალებაა.
  10. მოსწავლეთა და მშობელთა შეფასებები  შეიძლება განხორციელდეს წელიწადში  2 - ჯერ ღია ან ფარული ფ

 

VI - თანამშრომელთა შეფასების ბოლო ეტაპი

მასწავლებელთ  პროფესიული განვითარების საჭიროებით, მათი მიღწევებისა და სუსტი მხარეების გათვალისწინებით სკოლა ადგენს მასწავლებელთა საქმიანობის შეფასების ფორმას, რომელიც მოიცავს:

  1. ზედამხედველის ვინაობა
  2. შეფასების თარიღი
  3. თანამშრომლის შესაძლებლობები წლის დასაწყისში. დასახული ამოცანები და შესრულების ხარისხი
  4. თანამშრომლის ყველაძე მნიშვნელოვანი მიღწევა. კონკრეტული საკითხები, რომელშიც თანამშრომელმა უნდა გააუმჯობესოს საქმიანობა.
  5. თანამშრომლის პროფესიული განათლების საჭიროებები და პროფესიული მიზნები.
  6. თანამშრომლის წვლილი სასკოლო ცხოვრების განვითარებაში და სხვა.

 

შენიშვნა:

  • შეფასების ფორმას პირველად ავსებს თანამშრომელი, შემდეგ სკოლის ხელმძღვანელი.
  • შეფასების შედეგები აისახება მასწავლებლის წახალისების ფორმაზე.

 

 

სკოლის დირექტორი:                     /ფ.მირცხულავა/

 

                                                                                                                                                        

 დამტკიცებულია სკოლის პედსაბჭოს მიერ

28.12.2011წ.

 

 
ბიბლიოთეკის სარგებლობის წესი ბეჭდვა

,,ჩირაღდანის“ ზუგდიდის კერძო სკოლა–გიმნაზიის
ბიბლიოთეკის სარგებლობის წესი

 

 

 
წესდება ბეჭდვა

                       შპს ,,ჩირაღდანი“–ს ზუგდიდის კერძო

 სკოლა–გიმნაზიის

წ ე ს დ ე ბ ა

 

 
ბიბლოთეკის დებულება ბეჭდვა

,,ჩირაღდანის“ ზუგდიდის კერძო სკოლა–გიმნაზიის
ბიბლიოთეკის დებულება



 
<< თავი < წინა 1 2 შემდეგ > ბოლო >>

გვერდი 1, სულ 2

გამოკითხვა

მოგწონთ სკოლა?
 

ამინდი ზუგდიდში