მთავარი სკოლა
სკოლის მისია, ხედვა, მიზანი ბეჭდვა

შპს ზუგდიდის კერძო სკოლა ჩირაღდანის

მისია, ხედვა და ღირებულებები

         მისია

„შპს ზუგდიდის კერძო სკოლა ჩირაღდანის მისიაა, ადგილობრივ თემში მაცხოვრებელი მოსწავლეებისათვის შექმნას პროფესიონალიზმის ზრდადობაზე დაფუძნებული, ჯანსაღი სასწავლო გარემო, ხარისხიანი ზოგადსაგანმანათლებლო სერვისების მიწოდების გზით უზრუნველყოს თანამედროვე ტიპის განათლების ხელმისაწვდომობა, გამოავლინოს და განავითაროს თავის აღსაზრდელებში არსებული პოტენციალი და ხელი შეუწყოს მათ ინტეგრაციას ადგილობრივ და ქართულ სახელმწიფოებრივ სივრცეში"

ხედვა

შპს ზუგდიდის კერძო სკოლა ჩირაღდანი 2031 წლის ბოლომდე გეგმავს, უზრუნველყოს სკოლაში არსებული მატერიალური და ინტელექტუალური რესურსის, ასევე, ღია და გამჭირვალე, კონკურენტული გზით მოძიებული ახალი კადრების პროფესიონალიზმის და კომპეტენციების იმ მასშტაბის განვითარება, რომ რეგიონის ფარგლებში სკოლა გახდეს ზოგადი განათლების სერვისის თვალსაჩინო მიმწოდებელი ადგილობრივი თემის მოსწავლეებისა და სხვა დაინტერესებული პირებისათვის.

          ღირებულებები

სასკოლო     საზოგადოების     ყველა     წევრმა     უნდა     იხელმძღვანელოს     შემდეგი მიდგომებითა და პრონციპებით:

საკუთარი შესაძლებლობების და მიღწეული შედეგების მუდმივი ზრდა-განვითარება. ინოვაცია და კრეატიულობა;

თანამშრომლობითი კულტურის დანერგვა და პასუხისმგებლობის გაზიარება. ტოლერანტობა და ურთიერთპატივისცემა;

1)2024-2031 წლების სკოლის სტრატეგიული მიზნები

სკოლის    პერსონალის,    მათ    შორის-პედაგოგების    პროფესიონალიზმის    მზარდი განვითარება.

სწავლა-სწავლების შედეგობრივი ხარისხის ამაღლება

მოსწავლეთა პროფესიული ორიენტაციის მიმართულებებში უკეთ გარკვევის მიზნით მამოტივირებელი არაფორმალური განათლების განვითარება სკოლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის თანამედრივე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვა.

 

 

 

 
სკოლის ისტორია ბეჭდვა
სკოლის ისტორია დაიწყო 1992 წლის 28 ოქტომბერს, სადღეღამისო ბაღის შენობაში
Ⅰ კლასი - 27 მოსწავლე
Ⅱ კლასი - 5 მოსწავლე
Ⅲ კლასი - 8 მოსწავლე
Ⅳ კლასი - 7 მოსწავლე
12 მასწავლებლით - ოთხი სასწავლო ოთახითა დაერთი სპორტდარბაზით.
თანდათან იმატა მოსწავლეთა რაოდენობამ და დღეისათვის შეადგენს 142 მოსწავლეს რომელსაც ემსახურება 21 პედაგოგი
 
<< თავი < წინა 1 2 შემდეგ > ბოლო >>

გვერდი 2, სულ 2

გამოკითხვა

მოგწონთ სკოლა?
 

ამინდი ზუგდიდში