მთავარი კონფერენციები
ბეჭდვა

 

შპს ზუგდიდის კერძო სკოლა ჩირაღდანის

წარმატებული სასწავლო პროცესის ერთ-ერთი  მნიშვნელოვანი კომპონენტია სკოლასა

და მშობელს შორის ნდობასა და ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული კომუნიკაცია.  კლასის დაამრიგებელი კომუნიკაციის სხვადასხვა ხერხის გამოყენებით, სკოლასა და ოჯახს

ერთმანეთთან აკავშირებს. მშობლები ერთვებიან სასწავლო პროცესში მასწავლებელთა მოკავშირეებად და ისინი ერთად ემსახურებიან საერთო მიზანს -  მოსწავლის ნიჭის გამოვლენის ხელშეწყობასა და წარმატებისკენ მიმართვას.

 

წესის შემუშავების მიზნები:

1.       მშობლებსა და მასწავლებლებს შორის კომუნიკაციის ხელშეწყობა;

2.       მშობელთა დროული ინფორმირება სკოლის მიზნების,  დაგეგმილი ღონისძიებებისა და შეფასების თაობაზე;

3.       მშობლების დროული ინფორმირება მოსწავლის აკადემიურ მოსწრებასა და  სოციალურ, ემოციურ თუ ინტელექტუალურ განვითარებასთან დაკავშირებული  საჭიროებების თაობაზე;

4.     მოსწავლეთა ხელშეწყობა მასწავლებლებთან, თანატოლებთან, ოჯახის წევრებთან და  საზოგადოებასთან ჯანსაღი ურთიერთობის ჩამოყალიბებაში;

5.     სკოლის მიმართ მშობელთა კეთილგანწყობილი, მაღალი პასუხისმგებლობით აღსავსე, ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული  დამოკიდებულების  ჩამოყალიბება;

6.        სასწავლო პროცესის მოსწავლის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგების ხელშეწყობა;

7.        სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობის ზრდის ხელშეწყობა.

 

კლასის დამრიგებელი მშობელთან/კანონიერ წარმომადგენელთან :

 

  • ამყარებს  ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთნდობაზე დამყარებულ ურთიერთობას;
  • ხვდება მშობელს დადებითი განწყობით და მასთან საუბრისთვის სათანადო დროს გამოყოფს;
  • დამრიგებელი აწვდის ინფორმაციას  მშობლებს ამ წესით დადგენილი დროისა და პირობების შესაბამისად;
  •  დროულად აწვდის მშობლებს ინფორმაციას მოსწავლის აკადემიურ მოსწრებასა და სოციალურ,  ემოციურ თუ ინტელექტუალურ განვითარებასთან დაკავშირებული   საჭიროებების თაობაზე;
  • ხელს უწყობს მშობელთან აქტიურ ჩართულობასა და  სასარგებლო ინიციატივების რეალიზებას;
  • მშობელთან ურთიერთობის დროს (მიმოწერისას ან საუბრისას) პირველ რიგში

 წარმოაჩენს მოსწავლის დადებით მხარეებს, მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება სხვადასხვა სახის პრობლემების განხილვა.

  • მშობლისთვის ინფორმაციის მიწოდების დროს არ ლახავს  მოსწავლის  ღირსებას;
  •  სასწავლო წლის დასაწყისშივე აწვდის  ინფორმაციას მოსწავლესა და მშობელს მოსწავლის მიერ  გაკვეთილების გაცდენის შემთხვევაში  სავარაუდო შედეგების 

შესახებ.

 

მშობელთა ინფორმირების ფორმები

  1. ყოველი კვირის პარასკევს,  მშობლის დღეა და მას  შეუძლია მიიღოს ინფორმაცია  შვილის აკადემიური მოსწრების და ყოფაქცევის შესახებ;
  2. საგნის მასწავლებელს დირექციასთან ან კლასის დამრიგებლთან შეთანხმებით უფლება  აქვს დაიბაროს სკოლაში მშობელი;

არსებობს მშობელთა ინფორმირების შემდეგი ფორმები:

  • მასწავლებლები იყენებენ ელექტრონულ ჟურნალ Edupage-ს, რომელშიც შეაქვთ საშინაო დავალებები და მონაცემები დასწრების, მიღებული შეფასების (განმსაზღვრელი და განმავითარებელი) შესახებ ;
  • კლასის დამრიგებლის მიერ მოსწავლის აკადემიური მოსწრების შესახებ მშობელთა ინფორმირება ხორციელდება თვეში მინიმუმ ერთხელ საინფორმაციო ნიშნების ფურცლების საშუალებით;
  • კლასის დამრიგებლები  მშობლებთან კომუნიკაციას ამყარებენ პლატფორმა WhatsApp-ში ან Facebook (messenger)-ში შექმნილ დახურულ ჯგუფებში, რომლის მეშვეობით ხდება სასწავლო პროცესთან დაკავშირებული განცხადებების /სიახლეების განთავსება. ამ საერთო სივრცეში უნდა იყოს დაცული საქმიანი კომუნიკაციის სტილი, აკრძალულია კომენტარების დადება, მოსწავლეების მიღწევებისა თუ ყოფაქცევის განხილვა (პერსონალური მონაცემების დაცვა);
  • საჭიროების შემთხვევაში კლასის დამრიგებლის მშობელთან პირისპირ შეხვედრა;
  • სკოლის დირექციას და კლასის დამრიგებლებს შეუძლიათ საინფორმაციო შეხვედრების ან მშობელთა კრების ჩატარებისთვის გამოიყენონ Zoom-ის ან Facebook(messenger)-ის პლატფორმა.
  • საგნის მასწავლებელი, მშობელთან პირადი ურთიერთობის დროს, უფლებამოსილია 

მშობელს გააცნოს შვილის სასწავლო შედეგები, მხოლოდ იმ სასწავლო დისციპლინაში, 

რომელსაც ასწავლის;

  • მოსწავლის აკადემიური მოსწრების, პირადი ურთიერთობების, დისციპლინის 

შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურია და მისი განხილვა საჯაროდ დაუშვებელია.მოსწავლის პირად ინფორმაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე დამრიგებელი ან დირექციის წევრი ინდივიდუალურად ხვდება მშობელს

  • საკუთარი ვებ–გვერდის chiragdani.edu.ge და სკოლის  ფექსბუქ გვერდის facebook (https://www.facebook.com/profile.php?id=100088437693397) საშუალებით სკოლა რეგულარულად აქვეყნებს სასკოლო ცხოვრების,მიმიდინარე პროცესების ამსახველ მასალებს, რაც უზრუნველყოფს საჯაროობის პრონციპსა და უკუკავშირის მიღებას.
  • სასწავლო პროცესში არსებული მიმდინარე სიახლეების (მაგ. სწავლის გადასახადის 

ცვლილება; მოსწავლის მიერ გაკვეთილების გაცდენა და სხვა) შესახებ ინფორმაციას 

მშობელი  იღებს ადმინისტრაციის მიერ შეტყობინებით;

  • სკოლაში წარმოებს „საინფორმაციო დაფა“, სადაც განთავსებულია მშობლისათვის საინტერესო ინფორმაცია, სიახლეები, დაგეგმილი შეხვედრებისა და ღონისძიებების გრაფიკი.

 

სკოლა ქმნის შესაბამის პირობებს იმისათვის, რომ მშობელმა ითანამშრომლოს დირექციასთან, მასწავლებლებთან და სხვა დასაქმებულ პირებთან, რაც უზრუნველყოფს საჭირო და სანდო ინფორმაციის დროულად მიწოდებას.

 

საზოგადოებასთან ურთიერთობისას სკოლის ყველა თანამშრომელი ვალდებულია კომუნიკაცია წარმართოს იმგვარად, რომ დაცული იყოს ინფორმაციის სინამდვილე, კონფიდენციალურობა, კორექტულობა.

 

 

გამოკითხვა

მოგწონთ სკოლა?
 

ამინდი ზუგდიდში