![]() |
შ.პ.ს ,,ჩირაღდანი“–ს ზუგდიდის კერძოსკოლა გიმნაზიისადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის ძირითადი ორიენტირები
I - ორგანიზაციული სტრუქტურაშპს ,,ჩირაღდანი“–ს ზუგდიდის სკოლა–გიმნაზიაში ამჟამად სწავლობს 143 მოსწავლე. სასწავლო აღმზრდელობით პროცესს ემსახურება:
II. მართვის არსი, მიზნები და ფუნქციები
ადამიანური რესურსების ეფექტური მართვის მიზანია ხელი შეუწყოს თანამშრომლების ერთობლივ წარმატებულ მუშაობას, უკეთ გამოავლინოს მათი ძლიერი მხარეები და ხელი შეუწყოს სუსტი მხარეების გამოსწორებას. მკაფიოდ ჩამოყალიბებული ორგანიზაციული სტრუქტურა, დასაქმებისა და შეფასების პოლიტიკა, დასაქმების გამჭვირვალე პროცედურები და პროფესიული შეფასების ობიექტები, სტანდაარტები სკოლის წარმატებული მუშაობის აუცილებელი პირობებია. ადამიანური რესურსების მართვის ფარგლებში, სკოლამ უნდა შეძლოს სათანადო კადრების მოძებნა და დაქირქვება, შესაბამის დროს ნათლად განსაზღვროს თითოეული საშტატო ერთეულის დანიშნულება და მიზნები. გადაანაწილოს ფუნქციები. ასევე უზრუნველყოს მოტივაციის საშუალებები, რათა ხელი შეუწყოს თანამშრომელთა მუშაობის ეფექტურობის გაზრდას. ადამიანური რესურსების ეფექტური მართვისათვის, სკოლის შინაგანაწესსა და განვითარების გეგმაში განსაზღვრულია ადამიანური რესურსების მართვის ფუნქციები:
ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებულ საქმიანობას ზედამხედველობას უწევს სკოლის დირექცია.
III- სკოლის ადამიანური რესურსების შერჩევა - დასაქმებისა და გათავისუფლების პოლიტიკადირექტორი - აირჩევა დამფუძნებელთა კრებაზე. იგი იურიდიულად თავის უფლებამოსილებას და მოვალეობას ახორციელებს არჩევის მომენტიდან. დირექტორის სამსახურიდან დათხოვნა შესაძლებელია დამფუძნებელთა კრების გადაწყვეტილებით. მოადგილე - თანამდებობაზე ინიშნება სკოლის დირექტორის უშუალო შერჩევით პირადი განცხადების საფუძველზე. დირექტორის სკოლაში არყოფნის პერიოდში ასრულებს მის მოვალეობას. დირექტორი აფორმებს მასთან ვადიან ხელშეკრულებას, რომელიც შეიძლება ვადაზე ადრე დაირღვეს შესაბამისი კანონის საფუძველზე. ბუღალტერი - აწარმოებს სკოლის ფინანსურ მენეჯმენტს. იგი შეიძლება იყოს პირი, რომელსაც აქვს საგანმანათლებლო სივრცეში არანაკლებ 3 წლის მუშაობის გამოცდილება. სამუშაოზე მიიღება კონკურსის გზით ან პირადი განხცადების საფიძველზე. მასთან დირექტორი აფორმებს ვადიან ხელშეკრულებას, რომელიც შეიძლება დაირღვეს ვადაზე ადრე შესაბამისი იურიდიულ საფუძველზე. ინფორმაციული მენეჯერი - სამუშაოზე მიიღება კონკურსით ან პირადი განცხადების საფუძველზე. ექვემდებარება მხოლოდ დირექტორს. უზრუნველყოფს დირექტორს საჭირო ინფორმაციით. მასთან დირექტორი აფორმებს ვადიან ხელშეკრულებას, რომელიც შეიძლება დაირღვეს შესაბამისი კანონის საფუძველზე. პედაგოგები - სამუშაოზე მიიღებიან „განათლების შესახებ კანონის“ სკოლის შინაგანაწესისა და სასკოლო სასწავლო გეგმის მოთხოვნათა საფუძველზე ვადიანი ხელშეკრულებით, რომელიც შეიძლება დაირღვეს შესაბამისი კანონის საფუძველზე. სკოლის ბიბლიოთეკარი - სამუშაოზე მიიღება კონკურსის ან პირადი განცხადების საფუძველზე. უზრუნველყოფს სკოლის წიგნადი ფონდის მოვლა დაცვას და სწორად განკარგვას. სამუშაოზე მიიღება ვადიანი ხელშეკრულებით, რომელიც შეიძლება დაირღვეს შესაბამისი კანონის საფუძველზე. სკოლის ექთანი - სამუშაოზე მიიღება კონკურსით ან პირადი განცხადების საფუძველზე. უზრუნველყოფს სკოლაში სანიტარულ - ჰიგიენური რეჟიმის დაცვას. მიიღება ვადიანი ხელშეკრულებით, რომელიც შეიძლება დაირღვეს შესაბამისი კანონის საფუძველზე. დამლაგებელი და დარაჯი - სამსახურში მიიღება გასაუბრებით ან პირადი განცხადების საფუძველზე ვადიანი ხელშეკრულებით, რომელიც შრიძლება დაირღვეს შესაბამისი კანონის საფუძველზე.
IV - თანამშრომელთა შეფასების პოლიტიკათანამშრომელთ შეფასების პოლიტიკა ეფუძნება შემდეგ პრინციპებს:
V - თანამშრომელთ შეფასების მონიტორინგი
სკოლის დირექცია თანამშრომელთა საქმიანობის მონიტორინგს აწარმოებს შემდეგი მეთოდებით:
VI - თანამშრომელთა შეფასების ბოლო ეტაპიმასწავლებელთ პროფესიული განვითარების საჭიროებით, მათი მიღწევებისა და სუსტი მხარეების გათვალისწინებით სკოლა ადგენს მასწავლებელთა საქმიანობის შეფასების ფორმას, რომელიც მოიცავს:
შენიშვნა:
სკოლის დირექტორი: /ფ.მირცხულავა/
დამტკიცებულია სკოლის პედსაბჭოს მიერ 28.12.2011წ.
|